Evertas – ჩიკაგოში დაფუძნებულმა კრიპტოაქტივების სადაზღვევო კომპანიამ, Series A რაუნდში $14 მლნ დოლარი მოიპოვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ანდერაიტინგის შესაძლებლობების გასაფართოებლად და ძირითადი პერსონალის გაზრდისთვის.
Evertas არის კრიპტოაქტივების სადაზღვეო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კრიპტოაქტივების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ინსტიტუციური მფლობელებისთვის კრიპტო რისკების სრული სპექტრის დაფარვაზე, მათ შორის ბირჟებზე, მეურვეებზე, ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებზე, ფონდებზე, საოჯახო ოფისებზე, კორპორაციებზე.
იგი ლიცენზირებულია 3A კლასის მზღვეველად მუშაობისთვის ბერმუდის სავალუტო ორგანოს მიერ.