ისრაელში დაფუძნებუმა კომპანია Upstream Security-მ, რომელიც ლიდერია საავტომობილო კიბერუსაფრთხოების სფეროში BMW i Ventures-ის დაფინანსება მოიპოვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდისა და გლობალური გაფართოების გასაორმაგებლად.
Yoav Levy (CEO) და Jonathan Appel (CTO) ხელმძღვანელობით Upstream უზრუნველყოფს მონაცემთა მართვის პლატფორმას, რომელიც შექმნილია ავტომობილების კიბერუსაფრთხოებისთის. პლატფორმა იყენებს ავტომობილის სატრანსპორტო მონაცემებს, რათა უზრუნველყოს უკვე გზაზე არსებული მანქანების ცნობილი და უცნობი კიბერშეტევებისგან. კომპანია უფლებას აძლევს ავტომობილების წარმოებით დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის OEM-ებს, გამოიყენონ თავიანთი მონაცემები, უზრუნველყონ თავიანთი აქტივები და დაიცვან კიბერუსაფრთხოების რეგულაციები.
Upstream-სა და BMW-ს შორის პარტნიორობა უზრუნველყოფს ბიზნეს და ტექნოლოგიურ პლატფორმის პროექტებზე თანამშრომლობას. Upstream-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როდესაც Upstream შეუერთდა BMW Startup Garage პროგრამას და გახდა BMW Group-ის მიმწოდებელი. BMW Startup Garage პროგრამის გამოყენებით, Upstream-ს შეუძლია გამოიყენოს გამოცდილი და სპეციალიზებული რესურსები თავისი ტექნოლოგიის შესამუშავებლად და შესამოწმებლად.