in

კომპანია Solestial-მა, რომელიც კოსმოსთვის განკუთვნილ მზის პანელებს აწარმოებს Seed Funding დაფინანსების პროგრამაში $10 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Solestial-მა, რომელიც კოსმოსთვის განკუთვნილ მზის პანელებს აწარმოებს Seed Funding დაფინანსების პროგრამაში $10 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები წარმოებისა და მომხმარებელთა ჩართულობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

უფრო მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ კომპანია Solestial კოსმოსისთვის განკუთვნილი მზის პანელების მწარმოებელი კომპანია გახლავთ. მისი ძირითადი ტექნოლოგია არის სილიკონის მზის უჯრედი, რომელსაც შეუძლია თვითგანკურნება რადიაციული დაზიანებისგან კოსმოსში ნორმალურ სამუშაო ტემპერატურაზე. მისი პანელების მასობრივი წარმოება შესაძლებელია ავტომატიზირებული მანქანების გამოყენებით, რაც იწვევს უფრო დაბალ ხარჯებს, ვიდრე მოქმედი ტექნოლოგიები, წარმოების პრაქტიკულად შეუზღუდავი სიმძლავრით.

კომპანიის სილიკონის მზის უჯრედები არის ულტრათხელი და მსუბუქი. თვითგანკურნების უნარი კი საშუალებას აძლევს სოლესტიალურ უჯრედებს მიაღწიონ მინიმალურ დეგრადაციას კოსმოსში ცხოვრების ათწლეულების განმავლობაში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote