სატრანსპორტო სერვისების მიმწოდებელმა შვედურმა პროვაიდერმა Scania-მ ახალი საინვესტიციო ფონდი Scania Growth Capital II შექმნა.
Scania-ს ახალი 2 მილიარდი SEK სარისკო კაპიტალის ფონდი, Scania Growth Capital II, გააგრძელებს წინამორბედის ფოკუსირებას B2B ტექნიკურ სივრცეში ყველაზე მიმზიდველ კომპანიებსა და მეწარმეების დაფინანსებაზე. ახლა, როდესაც Scania Growth Capital I სრულად იქნა ათვისებული, მისი მემკვიდრე Scania Growth Capital II ფართო ინვესტიციას განახორციელებს B2B ტექნოლოგიაში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტები, გადაწყვეტილებები და სერვისები დაკავშირების, ავტონომიის, ელექტრიფიკაციისა და ჭკვიანი საწარმოო ტექნოლოგიებში . ის მიმართული იქნება სამეწარმეო კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ უნიკალური პროდუქტი ან სერვისი იმ სფეროებში, სადაც ფონდს შეუძლია არა მხოლოდ კაპიტალის ინექცია, არამედ სხვა დამატებითი ღირებულების მოტანა.
Scania Growth Capital დაარსდა 2016 წელს და ინვესტიცია მოახდინა ცხრა კომპანიაში Scania Growth Capital I ფონდის მეშვეობით. მისი დაფინანსების ინიციატივები მოიცავს ინვესტიციას გერმანულ unicorn sendnder GmbH-ში 2017 წელს.