in

კომპანია Riot-მა, რომელიც კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პლატფორმას ქმნის, Series A რაუნდში $12 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Riot – საფრანგეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ქმნის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პლატფორმას, Series A რაუნდში $12 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა Base10 Y Combinator-ის, Funders Club-ისა და Founders Future-ის მონაწილეობით.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.

Riot (YC W20) უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელ პლატფორმას ბიზნესებისთვის და მათი თანამშრომლებისთვის. რის შედეგადაც იცავს კომპანიას, ამზადებს თანამშრომლებს კიბერშეტევებთან გამკლავებისთვის.

Riot-ის მთავარი ინტერფეისი არის ჩატბოტი, სახელად Albert, რომელიც ხელმისაწვდომია Slack-ზე, Microsoft Teams-ზე და ინტერნეტში. მისი კიბერუსაფრთხოების კურსები ინტერაქტიულია, შინაარსით, რომელიც დინამიურად იცვლება თითოეული თანამშრომლის კიბერუსაფრთხოების ცოდნის მიხედვით.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote