Quantum Machines – თელ-ავივში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია კვანტურ პროცესორების პროგრამული სერვისების განვითარებაში, Series A რაუნდში $50 მლნ დოლარი მოაგროვა.
რაუნდს უძღვებოდა Red Dot Capital Partners Exor, Claridge Israel, Samsung NEXT, Valor Equity Partners, Atreides Management LP, TLV Partners, Battery Ventures და 2i Ventures მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები კვანტური პლატფორმის ზრდის გასაგრძელებლად, QUA-ის, მისი პროგრამირების ენის შემდგომი დანერგვისა და ახალი ტექნოლოგიების გამოშვებისთვის მომავალ წელს.
2018 წელს დაარსებული Quantum Orchestration Platform საშუალებას აძლევს კომპანიებს გააკონტროლონ და მართონ კვანტური პროცესორები. მოწინავე შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა მკვლევარებს საშუალებას აძლევს შექმნან რთული ალგორითმები, რომლებიც აუცილებელია კვანტური გამოთვლის წინაშე მდგარი ყველაზე მოწინავე გამოწვევების მოსაგვარებლად, მათ შორის კვანტური შეცდომების კორექტირება, მრავალ კუბიტიანი კალიბრაცია და სხვა.