აბუ დაბიში დაფუძნებულმა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილმა აგრობიზნესმა Pure Harvest Smart Farms-მა, $180,5 მილონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
აღნიშნულ თანხას კომპანია გამოიყენებს კვლევასა და განვითარებაში, რათა გააფართოოს თავისი კვალი GCC-ში და გახსნას ახალი ბაზრები აზიაში.
Pure Harvest Smart Farms არის რეგიონალური ნოვატორი სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც ორიენტირებულია სათბურის პირობებში ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაზე. კერძოდ კი კომპანია სპეციალიზირებულია ბოსტნეულ კულტურებში (პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, მარწყვი და ა.შ.).