მიუნხენში დაფუძნებულმა კომპანია Mobility House-მა, რომელიც ელექტრომობილების ჭკვიანი დამუხტვის ინფრასტრუქტურას ქმნის, Series C დაფინანსების რაუნდი 50 მილიონი ევროს მოზდვით დახურა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Mercuria, Ventura Capital და Green Gateway Fund, Mercedes-Benz-ის, Alliance Venture-ის, Mitsui-ისა და SP Group-ის წარმომადგენლები.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ტექნოლოგიის განვითარების და მისი ბაზრის პოზიციის გასაფართოებლად ელექტრო მანქანების ჭკვიანი დამუხტვის სფეროში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.
აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ჰიენცის ხელმძღვანელობით, Mobility House მიზნად ისახავს შექმნას ემისიების გარეშე ენერგია. 2009 წლიდან კომპანიამ შეიმუშავა გაფართოებული პარტნიორი ეკოსისტემა ელექტრომობილების ელექტრო ქსელში ინტელექტუალურად ინტეგრირებისთვის.