Mirage – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ავითარებს Augmented Reality-ის და NFT-ის გაყიდვად კონტენტს, Pre-Seed დაფინანსების პროგრამაში $1,4 მლნ დოლარი მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად და პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის.
Mirage ქმნის საბაზისო AR ინფრასტრუქტურას, რათა შექმნან და გააკონტროლონ საკუთარი დეცენტრალიზებული ტრანსციფრული რეალობა ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის. 25 ოქტომბერს, Mirage-მა წარადგინა საკუთარი აპლიკაციის ბეტა ვერსია ცნობილი ციფრული მხატვრების ჯეკ უორნის, ფელცინის, ქლოე კარიანისის, Fiigmnt-ის (CTO & თანადამფუძნებელი Mirage) და Shl0ms ორიგინალური AR ნამუშევრების მეშვეობით, რომლებიც შეტანილი იქნა ბრუკლინის Prospect Park-ის AR-ში.
კომპანია გეგმავს მონაწილეობა მიიღოს მის პირველ საჯარო გაძლიერებული რეალობის (AR) ღონისძიებაში – NEAR’s Art Without Limits (1 დეკემბერი – 2 დეკემბერი).