in

კომპანია Liefergrün-მა, Series A რაუნდი €12 მილიონი ევროს დაფინანსებით დახურა

Liefergrün – ბერლინში დაფუძნებლი სტარტაპ კომპანიაა, რომელიც გერმანიის მასშტაბით ტვირთის გადაზიდვებს მწვანე ტრანსპორტით ახორციელებს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ A სერიის პროგრამაში €12 მილიონ ევრო მოიპოვა დაფინანსების სახით.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მიწოდების ქსელის გაფართოებისთვის, ტექნიკური პროდუქტის გასაუმჯობესებლად და გუნდის გასაძლიერებლად.

2020 წელს დაარსებული Liefergrün როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უზრუნველყოფს ველოსიპედებითა და ელექტრონული ფურგონებით ტვირთის მიწოდებას გერმანიის მასშტაბით ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე.

გარდა ამისა, ისინი თანამშრომლობენ Mercedes Van Rental-თან, რათა გააფართოვონ მათი სერვისი ბერლინში და კიდევ უფრო გააძლიერონ ურთიერთობა მეგობარ კომპანიებთან, რომელთა შორის Adidas, Dyson და ShopApotheke შედის.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote