ბერნში დაფუძნებულმა კომპანია 4teamwork-მა, რომელიც სპეციალიზირებულია საჯარო სამსახურების ციფრულ მომსახურეობზე, კომპანია Fabasoft-ისგან ინვესტიცია მიიღო.
მართალია, გარიგების ოდენობა ამ დრომდე არ გახმაურებულა, მაგრამ აღნიშნული ინვესტიცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში, დაგეგმილია არსებული 21,7%-იანი აქციების ირიბი შეძენა აქციონერისგან. დასასრულს, უნდა მოხდეს კაპიტალის გაზრდა, რაც გაზრდის Fabasoft AG-ის წილს 4teamwork AG-ში დაახლოებით 58.5%-მდე. კონტრაქტის სრული განხორციელების შემდეგ Fabasoft AG ახალ Fabasoft 4teamwork AG-ის აქციების 70%-ს დაიკავებს.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები შვეიცარიის ბაზარზე თავისი ბიზნესის გაფართოებისთვის.
2003 წელს დაარსებული 4teamwork არის IT სერვისის მიმწოდებელი შვეიცარიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურებისთის. კომპანიას ამჟამად ჰყავს 30-ზე მეტი თანამშრომელი სამ ლოკაციაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიამ ახლახანს მიაღწია დაახლოებით ოთხი მილიონი ფრანკის ბრუნვას.