Even – ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც არტისტებსა და ფანებს კიდევ უფრო ახლო აკავშირებს, Seed Funding რაუნდში $2,2 მლნ დოლარი შეაგროვა.
რაუნდს უძღვებოდნენ CSA პარტნიორები ინვესტორთა მრავალფეროვანი ჯგუფის მონაწილეობით, მათ შორის gener8tor, VC414, gAngels, Daniel Rotman, Adie Akuffo-Afful, Donte Murry და Ogo.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ოპერაციების გაფართოებისთვის და დააჩქაროს თავისი პლატფორმა ინოვაციური ინსტრუმენტებით, რათა დააკავშიროს და შექმნას ავთენტური საზოგადოება ხელოვანებსა და გულშემატკივრებს შორის.
მაგ როდრიგესის, დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Even არტისტებს საშუალებას აძლევს მიჰყიდონ საკუთარი მუსიკა პირდაპირ ფანებს, სანამ ატვირთავენ მუსიკას სტრიმინგ პლატფორმებზე. თავის მხრივ, ფანებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ექსკლუზიურ კონტენტს.
კომპანია ამ დროისათვის თანამშრომლობს French Montana, Destin Conrad, Kota the Friend & Xavier Omar. სტარტაპი აასევე გეგმავს პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მოიცავს გრემის ნომინირებული არტისტ Omarion-სა და Jidenna-ს.