Elmo – ესტონეთში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც დისტანციურად მართვადი ელექტრომობილების car sharing სერვისს უზრუვნელყოფს €2,6 მლნ ევროს დაფინანსება მოიპოვა.
მხარდამჭერები იყვნენ Highgoal Capital Management, FlyCap, Barolo Invest და SAGGIS.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები უცხოურ ბაზრებზე დისტანციური მართვის ტექნოლოგიის ლიცენზირების დასაჩქარებლად, ახალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო გუნდის გასაზრდელად და ახალი ეკოლოგიურად მდგრადი დისტანციურად მართვადი მანქანების მოსამზადებლად და საზოგადოებრივ გზებზე გადაყვანისთვის.
Enn Laansoo Jr.-ის, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Elmo არის კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა დისტანციურად მართვადი მანქანების ტექნოლოგიის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა მანქანის გაზიარების სერვისების მიწოდება.