ტალინში დაფუძნებულმა კომპანია Bolt-მა (ადრე ცნობილი როგორც Taxify), $713 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდში, რომელიც კომპანიას 4,75 მილიარდ დოლარად აფასებდა, თანხები მოიზიდა სხვადასხვა ინვესტორებისგან, მათ შორის Sequoia, Tekne და Ghisallo, G Squared, D1 Capital და Naya.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები სასურსათო პროდუქტების მიტანის ახალი სერვისის, Bolt Market-ის გასაძლიერებლად და არსებული მიტანის სერვისების გაფართოების დასაჩქარებლად.
Markus Villig-ის მიერ 2013 წელს დაარსებული Bolt არის მობილური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია სერვისების მიწოდებაზე, დაწყებული მგზავრობიდან – სკუტერებითა და ელექტრო ველოსიპედებით – დასრულებუი საკვებისა და სხვდასხვა პროდუქტების მიწოდებამდე. კომპანიას ჰყავს 75 მილიონზე მეტი მომხმარებელი 40-ზე მეტ ქვეყანაში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Bolt Market ამოქმედდება ევროპის 10 ქვეყანაში, მათ შორის ბალტიისპირეთსა და ცენტრალურ ევროპაში, შვედეთში, პორტუგალიაში, ხორვატიასა და რუმინეთში.
ევროპაში Bolt-ის ყველა მგზავრობა ნახშირბადის მხირვ ნეიტრალურია, როგორც Bolt-ის მწვანე გეგმის ნაწილი, კომპანიის ნახშირბადის შემცირების გრძელვადიანი ვალდებულება.