in

კომპანია Apricity-მ Series B რაუნდში €17 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა

Apricity – ლონდონში დაფუძნებული განაყოფიერების თანამედროვე კლინიკამ, Series B რაუნდში €17 მილიონი ევროს დაფინანსება მოოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები გასაფართოებლად (ესპანეთში წლის ბოლომდე, რასაც მოჰყვება გერმანია და იტალია) და კიდევ უფრო განავითაროს თავისი ტექნოლოგია და სერვისები, რათა მოიცავდეს: სახლის ულტრაბგერით სკანირებას შერჩეულ ადგილებში.

2018 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსებული Apricity კლინიკა აერთიანებს ტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო გამოკვლებთან, რათა გააუმჯობესოს განაყოფიერების გამოცდილება და გაზარდოს ჩასახვის შანსები. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული კლინიკა ხელოვნური ინტელექტის გარდა იყენებს საკუთარ შექმნილ მობილურ აპლიკაციას, სადაც პაცინტებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ რათა მაქსიმალურად აირიდონ კლინიკაში ვიზიტი.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote