კრაკოვში დაფუძნებულმა ჰაერის მონიტირონგის სტარტაპმა Airly-მ, Series A რაუნდში $5,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის ვიქტორ ვარჩალოვსკის ხელმძღვანელობით, Airly გთავაზობთ ყოვლისმომცველ SaaS სერვის ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლს სენსორული ქსელის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში ჰაერის ხარისხის მონაცემებს. კომპანია საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს დააკვირდნენ ჰაერის ხარისხს, გააანალიზონ ტენდენციები და წყაროები, განავითარონ მიზანმიმართული ინიციატივები დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად და თვალყური ადევნონ გაუმჯობესებას. მისი პლატფორმა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის ადგილობრივ მთავრობებს, კომპანიებსა და ადგილობრივ თემებს 40-ზე მეტ ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ Airly-მ აამოქმედა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უდიდესი ქსელი ქალაქ ვარშავაში 165 სენსორის განთავსებით. ანალოგიურად დიდი ქსელები ასევე ამოქმედდა დიდ ბრიტანეთში (ბირმინგემი და ლონდონის უბნები ლამბეტი, ჰარინგი და მალე საუთვარკი) და ინდონეზიაში (ჯაკარტა). Airly-ს ასევე აქვს სტრატეგიული პარტნიორობა JCDecaux, NHS, NILU (ნორვეგიული საჰაერო კვლევის ინსტიტუტი) და არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირის Horizon 2020 DivAirCity პროექტში.