in

კლინიკური სტადიის MedTech ტიპის კომპანია Intressa Vascular-მა, 18 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა

ბელგიაში დაფუძნებული კლინიკური სტადიის MedTech ტიპის კომპანია Intressa Vascular-მა (ადრე ცნობილი, როგორც Cardiatis SA), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები კლინიკური განვითარებისა და პროდუქტის სარეგისტრაციო საქმიანობის მხარდასაჭერად და შემდგომში ორგანიზაციის ლოკალურად განვითარებისთვის.

Intressa Vascular-მა შეიმუშავა საკუთრივ ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც მრავალშრიანი სტენტის წარმოების საშუალებას იძლევა. მისი Allay™ აორტის სტენტი მიზნად ისახავს B ტიპის აორტის დისექციის (TBAD) და ნარჩენი დისექციის მკურნალობას და სანათურში სისხლის მიმოქცევის რეცენტრალიზაციას, ტოტის პერფუზიის შენარჩუნებისას, გამარტივებული პროცედურის საშუალებით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote