ლოს ანჯელესში, დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების კომპანია Open Raven-მა, Series B რაუნდში $20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
რაუნდს, რომელიც გაზრდის Open Raven-ის ჯამურ დაფინანსებას $40 მილიონ დოლარამდე, ხელმძღვანელობდა Pelion Ventures Kleiner Perkins და Upfront Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები დამატებითი ინვესტიციების განსახორციელებლად ინჟინერიაში, გაყიდვებსა და მარკეტინგში, რათა დააჩქაროს მათი საგზაო რუკა და გააფართოოს მხარდაჭერა მსხვილი საწარმოების მზარდი პორტფელის მიმართ.
მეტი დეტალისთვის გეტყვით, რომ Open Raven უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების მართვის პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს თავიდან აიცილონ მნიშვნელოვანი მონაცემთა გაჟონვა და სხვა დარღვევები.