Defendify – პორტლენდში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების პლატფორმამ, $3,35 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ბაზარზე გასვლის სტრატეგიების, პროდუქტის განვითარებისა და გუნდის გაფართოების დასაჩქარებლად.
Defendify არის კიბერუსაფრთხოების პლატფორმა სკალირებული ორგანიზაციებისთვის. სისტემა აუმჯობესებს კიბერუსაფრთხოების შეფასებას, ტესტირებას, პოლიტიკას, ტრენინგს, გამოვლენას და რეაგირებას კიბერუსაფრთხოების ერთ კონსოლიდირებულ გადაწყვეტაში.
მიუხედავად პანდემიისა, Defendify-მ განაგრძო ძლიერი ზრდა, დაამატა ათასობით მომხმარებელი, მიაღწია 60-ზე მეტ ქვეყანას და გააორმაგა გუნდის ზომა. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ რამდენიმე სტრატეგიული დამატება შეიტანა თავის გუნდში, მათ შორის Oracle-ის ყოფილი CIO Mark Sunday, როგორც უფროსი მრჩეველი, ციფრული ტრანსფორმაციისა და მარკეტინგის ლიდერი ემილი კარვილი, როგორც CMO, და SaaS ბიზნესის განვითარების ექსპერტი ჯონ მეიფილდი, როგორც გაყიდვების დირექტორი.