in

კიბერუსაფრთხოების კომპანია Protect AI-მ, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე, Seed Funding პროგრამაში $13,5 მლნ დოლარის დაფინანება მიიღო

Protect AI – სიეტლში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების კომპანიამ, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე, Seed Funding პროგრამაში $13,5 მლნ დოლარის დაფინანება მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.

აღმასრულებელი დირექტორის იან სვანსონის ხელმძღვანელობით, Protect AI არის კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სისტემების უსაფრთხოებაზე. კომპანიის პირველი პროდუქტი, NB Defense, აგვარებს დაუცველობას ძირითად კომპონენტში, რომელიც გამოიყენება მანქანათმცოდნეობის მიწოდების ჯაჭვის დასაწყისში – Jupyter Notebooks.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote