in

კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია Palo Alto Networks-მა, აპლიკაციების უსაფრთხოების დაცვის პროვაიდერი Cider Security შეიძინა

Palo Alto Networks – სანტა კლარაში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების კომპანიამ, ისრაელში დაფუძნებული აპლიკაციების უსაფრთხოების პროვაიდერი (AppSec) და პროგრამული უზრუნველყოფის ბრენდი Cider Security შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობცა დაახლოებით $195 მილიონი დოლარი შეადგინა.

მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებული შენაძენი დაიხურება Palo Alto Networks-ის ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში, ჩვეული დახურვის პირობების დაკმაყოფილების გათვალისწინებით.

შეძენით, Palo Alto Networks მხარს დაუჭერს Prisma Cloud-ის პლატფორმის მიდგომას, რათა უზრუნველყოს აპლიკაციის უსაფრთხოების სიცოცხლის ციკლი კოდიდან Cloud-მდე.

რაც შეეხება Cider Security-ს, იგი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ინჟინერიის გუნდებს მთელს მსოფლიოში AppSec ოპერაციული სისტემით, რათა უზრუნველყონ მათი საინჟინრო ეკოსისტემა სრული, უწყვეტი ხილვადობით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote