in

ჯანდაცვის ინდუსტრიისთვის IT სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Quantori-მ, Seed Founding დაფინანსების პროგრამაში $15 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო

კემბრიჯში დაფუძნებუომა ჯანდაცვის ინდუსტრიისთვის IT სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Quantori-მ, Seed Founding დაფინანსების პროგრამაში $15 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები გლობალურად გაფართოებისთვის და დაასრულოს ახალი პლატფორმის განვითარება, რომელიც აძლიერებს ტექნოლოგიებს, როგორიცაა დიაგნოსტიკა და ზუსტი მედიცინა.

2020 წელს დაარსებული კომპანია Quantori არის IT სერვისების და AI/ML პროდუქტების მიმწოდებელი პლატფორმა. კომპანია გთავაზობთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას, სამეცნიერო ინფორმატიკას, მონაცემთა მეცნიერებას და AI სერვისებს, რომლებიც ბიოფარმ კომპანიებს საშუალებას აძლევს დააჩქარონ ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა ეტაპი და დაეხმარონ ჯანდაცვის ორგანიზაციებს მონაცემთა კომპლექსური ნაკრების სტრუქტურირებაში, რათა გააძლიერონ პერსონალიზებული ჯანდაცვის მიწოდება და გააუმჯობესონ პაციენტის შედეგები. Quantor-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი IT პროფესიონალი, ბიო და ქიმიინფორმატიკის სპეციალისტები და მონაცემთა მეცნიერები.

What do you think?