in

კანაფის საცალო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის პროვაიდერმა Treez-მა, ციფრული გადახდების სერვისის მიმწოდებელი კომპანია Swifter შეიძინა

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კანაფის საცალო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის პროვაიდერმა Treez-მა, ციფრული გადახდების სერვისის მიმწოდებელი კომპანია Swifter შეიძინა, რომელიც კანაფის ინდუსტრიაზეა ორიენტირებული.

შეძენის საშუალებით Treez-ს შეეძლება უზრუნველყოს ფინტექ სერვისები, რაც გამოიწვევს გამჭვირვალობას, სტაბილურობას და დამუშავების უკეთეს ტემპს საცალო ვაჭრობისთვის.

Swifter გთავაზობთ გადახდის სერვისების კომპლექტს, რომელიც მორგებულია კანაფის ინდუსტრიის უნიკალურ საჭიროებებზე. დამოუკიდებელი დისპანსერი, MSO, პროგრამული უზრუნველყოფა და API-ები გადახდების მისაღებად, გადახდების გასაგზავნად. კომპანია ასევე შეირჩა 2020 წელსY Combinator აქსელერაციის პროგრამაშიც.

რაც შეეხება Treez-ს იგი არის ღრუბლოვანი კომერციის პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს საცალო და მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებს კანაფის ბაზარზე. თავისი ტექნოლოგიით და ღია API პლატფორმით კომპანია გთავაზობთ ციფრული გადახდების სერვისებს, 24/7 მომხმარებელთა ერთგულ მხარდაჭერასთან ერთად, რაც საჭიროა თანამედროვე დისპანსერის მუშაობისთვის.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote