ოქსფორდში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Nucleome Therapeutics-მა, რომელიც დეკოდირებს ადამიანის გენომის ბნელ მატერიას, Series A დაფინანსების რაუნდში £37,5 მილიონი ფუნტი მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები აუტოიმუნური დაავადებების პროგრამების გასაუმჯობესებლად.
მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Nucleome Therapeutics-ი ახდენს ადამიანის გენომის ბნელი მატერიის გაშიფვრას, რათა აღმოაჩინოს დაავადების მკურნალობის ახალი გზები. ბნელი გენომი შეიცავს დაავადებებთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტების 90%-ზე მეტს, რომელთა ღირებულება რჩება გამოუყენებელი, რაც წარმოადგენს მედიკამენტის აღმოჩენისა და განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას.
კომპანიას აქვს შესაძლებლობა დააკავშიროს ეს ვარიანტები გენის ფუნქციასთან და ზუსტად დაასახელოს დაავადების მიზეზები. Nucleome-ის უჯრედული პლატფორმა ქმნის გენომის სტრუქტურის 3D რუკებს და საშუალებას აძლევს ვარიანტების ფუნქციონალურ ვალიდაციას პირველადი უჯრედების ტიპებში, რაც საშუალებას იძლევა ახალი და უსაფრთხო წამლების აღმოჩენასა და განვითარებაში. კომპანიის თავდაპირველი ყურადღება გამახვილებულია ლიმფოციტებზე და მათთან დაკავშირებულ აუტოიმუნურ დაავადებაზე.