ფრაიბურგში დაფუძნებულმა თანამგზავრული მონაცემებისა და სერვისების მიმწოდებელმა კომპანია constellr-მა, $10 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს ერთობლივად უძღვებოდნენ Lakestar და VSquared, მონაწილეობდნენ FTTF, IQT, Amathaon Capital, Natural Ventures, EIT Food, OHB Venture Capital, Next Humanity და Seraphim.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავისი პირველი ორი თანამგზავრის შესაქმნელად და არსებული საპილოტე პროგრამების დასასრულებლად.
მკვლევარების მაქს გულდის, მარიუს ბიერდელისა და კრისტიან მიტერმაიერის ხელმძღვანელობით, constellr იყენებს საკუთრებაში არსებულ კოსმოსურ ინფრასტრუქტურას სენსორული შესაძლებლობებით, რათა შესთავაზოს წყლის მონიტორინგი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მთელ მსოფლიოში. კომპანია აწვდის გლობალურ მონაცემებს მოსავლის ჭკვიანური მონიტორინგისთვის, განსაზღვრავს მოსავლის ჯანმრთელობის ცვლილებებს რამდენიმე დღით ადრე, სანამ ისინი გახდებიან თვალსაჩინო და ფერმერებს საშუალებას აძლევს ადრეული რეაგირება მოახდინონ და შეამცირონ მოსავლის პოტენციური რისკები და დანაკარგები. ეს მოწინავე გაფრთხილება ნიშნავს მოსავლის უკმარისობის ან დაზიანების რისკს, რაც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტი მოსავლის პროგნოზირება და, შესაბამისად, სტაბილურობა და მართვა მიწოდების ჯაჭვებში.
Constellr ამჟამად მუშაობს მსხვილ აგროსასურსათო, აგროქიმიურ და ჭკვიანი სარწყავი ორგანიზაციებთან. ის ამჟამად ითვლის 40-ზე მეტ გუნდის წევრს, რომლებსაც აქვთ გამოციდლება საჰაერო კოსმოსური ინჟინერიის, დაზღვევის, სუფთა ტექნოლოგიების, ფინანსებისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში.