თელ-ავივში დაფუძნებულმა ვიდეო თამაშების WEB3 პლატფორმის პროვაიდერმა Xternity-მ, Pre-Seed დაფინანსების პროგრამაში $4.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოზიდა.
Xternity უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს თამაშის დეველოპერებს იმუშაონ მრავალ ბლოკჩეინთან ერთდროულად და მასშტაბურად. კომპანიამ გამოაცხადა aseve თავისი ღია BETA, რომელიც უზრუნველყოფს თამაშებს Multi Chain API-ით, ჩაშენებული და მორგებული საფულეთ და Web3 CRM ინსტრუმენტით, რომელიც უკვე ინტეგრირებულია წამყვან ბლოკჩეინის ქსელებთან, მათ შორის Polygon, ImmutableX, Solana და Celo.