2021 წელს კარლ მაგნუს ტროედსონის, სიგურლინა ინგვარსდოტირის და მაგნუს კენების მიერ დაარსებულმა საინვესტიცია კომპანია Behold Ventures-მა, რომელიც ვიდეო თამაშების ინვესტირებაზეა ორიენტირებული მორიგ ახალ საინვესტიციო ფონდს შექმნის.
კომპანიის სტრატეგიაა გამოიყენოს მისი დამფუძნებლების გამოცდილება და ქსელი სათამაშო ინდუსტრიაში სტარტაპების მოსაძებნად და მათში ინვესტირებისთვის, დაეხმაროს შექმნას და დააჩქაროს განვითარება და უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ანაზღაურება გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ მისი ინვესტორებისთვის, არამედ მისი პორტფოლიოსთვის.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის პირველ ფონდს უკვე აქვს ჩადებული დაახლოებით 25 მილიონი ევროს კაპიტალი, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად გლობალური სათამაშო კომპანიებისგან არის დაფინანსებული.
ჯერჯერობით, Behold-ს ჰყავს თორმეტი კომპანია პორტფელში და გააგრძელებს ინვესტიციებს მაღალი ტემპით უკვე მომდევნო წლებში.