in

ვიდეო თამაშების დეველოპერულმა კომპანია The Believer Company-მ, Series A რაუნდში $55 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო

The Believer Company – ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ვიდეო თამაშების დეველოპერულმა კომპანიამ, Series A რაუნდში $55 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.

მხარდამჭერები იყვნენ Lightspeed Venture Partners, Andreessen Horowitz, Bitkraft Ventures, Riot Games, 1Up Ventures, Don Thompson’s Cleveland Avenue და Michael D. Eisner’s Tornante Company.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.

Believer არის გლობალური ვიდეო თამაშების დეველოპერული კომპანია, რომელსაც შექმნილი აქვს რამდენიმე პოპულარული ვიდეო თამაში — Words With Friends, Legends, Destiny და PvZ.

What do you think?