პარიზში დაფუძნებული ვიდეო თამაშების დეველოპერულმა კომპანია Homa-მ, Series B დაფინანსების რაუნდში $100 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ბიზნესის გასაფრთოებლად ტექნიკურ და მონაცემთა პროდუქტებში ინვესტიციების, ახალი პარტნიორობის და სტრატეგიული შენაძენების განხორხციელებას.
Homa გთავაზობთ დეველოპერული სერვისების სრულ პაკეტს, მონაცემთა ანალიზს და შემოსავლების გამომუშავებას, რათა შემქმნელებს საშუალება მისცეს გაზარდონ ეფექტურობა აპლიკაციის წარმოებისა და გამოქვეყნების ციკლის ყოველი ეტაპის განმავლობაში. ეს ტექნოლოგიები დეველოპერებს საშუალებას აძლევს გაზარდონ შესრულების სიჩქარე და მაქსიმალურად გაზარდონ წარმატების შანსი. შემქმნელებს შეუძლიათ დაიწყონ Homa Lab-ის გამოყენება და გადავიდნენ თავიანთი პირველი პროტოტიპის შექმნიდან მათი პირველი ჰიტის მონეტიზაციასა და ზრდის ოპტიმიზაციაზე, ყველაფერი ერთი და იგივე პლატფორმის ფარგლებში.
2018 წლიდან Homa-მ გამოაქვეყნა 80-ზე მეტი ვიდეო თამაში, რომლებიც ჩამოტვირთულია 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მიერ. აღნიშნულ თამაშებს შორისაა, Merge Master, რომელიც Homa-მ 2022 წლის იანვარში წარადგინა და სწრაფად გახდა ყველაზე სწრაფად ჩამოტვირთვად მობილური ვიდეო თამაში მსოფლიოში.
ოთხი წლის წინ დაარსების დღიდან კომპანიამ ჯამში $165 მილიონი შეაგროვა და 160+ ადამიანი დაასაქმა.