in

ვეტერინარულმა კომპანია Scratch Financial-მა, Series C დაფინანსების რაუნდში $35 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ვეტერინარულმა კომპანია Scratch Financial-მა, Series C დაფინანების რაუნდში $35 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ახალი ტექნოლოგიების განვითარების დასაჩქარებლად, რათა დაეხმაროს სამედიცინო პროვაიდერებს დაუკავშირდნენ თავიანთ კლიენტებს და მართონ მომხმარებლების სრული გამოცდილება.

Scratch დაარსდა 2016 წელს, მათი დევიზი კი ასე გამოიყურება “იზრუნე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით”, კომპანიის მიზანია დაეხმაროს შინაური ცხოველების მფლობელებს შინაური ცხოველების მოვლის ხარჯების დაფარვაში და ვეტერინარული ჯანდაცვის პროვაიდერებს დაეხმარონ შემოსავლების გაზრდაში და დებიტორული ანგარიშების შემცირებაში. კომპანიამ დაფარა ასიათასობით პაციენტისა და შინაური ცხოველის მფლობელის ჯანდაცვის ხარჯები თავისი მარტივი, მეგობრული გადახდის სისტემით ვეტერინარული პაციენტების დაფინანსების წარმატებაზე დაყრდნობით, კომპანიამ გააფართოვა თავისი სფერო 2020 წელს, რათა მხარი დაუჭიროს ადამიანების არჩევით სამედიცინო პროვაიდერებს, მათ შორის სტომატოლოგიურ, ოპტიკურ და ქიროპრაქტიკულ მოვლის სერვისებს.

What do you think?