in

ვეტერინალური კლინიკების სტარტაპმა Filu-მ, Seed Funding რაუნდში €5,1 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა

Filu – მიუნხენში დაფუძნებულმა ვეტერინალური კლინიკების სტარტაპმა, Seed Funding რაუნდში €5,1 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა.

რაუნდს DN Capital უძღვებოდა. ასევე მონაწიელობდა ლუკას კეინდლი, აშშ-ში დაფუძნებული Bond Vet-ის, Rivus Ventures-ისა და Auxxo Female Catalyst Fund-ის თანადამფუძნებელი.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.

დოქტორ ლენა ნადერერის (CVO), კრისტიან კოჰლერის (აღმასრულებელი დირექტორი) და იუსტუს ბუჰენის (COO) ხელმძღვანელობით Filu ქმნის ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ვეტერინარულ კლინიკებს, რომლებიც ემსახურებიან გადაუდებელ სიტუაციებს, ოპერაციებს და პრევენციულ ზრუნვას. კომპანია ასევე სპეციალიზირებულია ისეთ სერვისებში, როგორიცაა პროფილაქტიკური ზრუნვა, ოპერაციები და სტომატოლოგია, დიაგნოსტიკა და ტელეჰალტი.

What do you think?