in

ვეგეტარიანული საკვების მწარმოებელმა კომპანია No Meat Factory-მ, Series B რაუნდში $42 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო

No Meat Factory – ვანკუვერში დაფუძნებულმა ვეგეტარიანული საკვების მწარმოებელმა კომპანიამ, Series B რაუნდში $42 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების გასაზრდელად, და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს გლობალურ კვლევისა და განვითარების ორგანიზაციაში, რომელიც ფოკუსირებულია ალტერნატიული ცილების უახლესი ინოვაციების კომერციალიზაციაზე.

No Meat Factory, რომელიც დაარსდა 2019 წელს დიტერ თიმისა და ლეონ ბელის მიერ, არის ვეგანური მცენარეული საკვები პროდუქტების მწარმოებელი. კომპანია აწარმოებს მცენარეულ ალტერნატიულ ცილოვან პროდუქტებს თავისი ბრენდის პარტნიორებისთვის, მათ შორის ხორცის ალტერნატივებს მოსახერხებელი პროდუქტებისთვის, როგორიცაა თუნდაც ჰამბურგერი. მისი მეორე საწარმოო ქარხანა, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს 2023 წლის დასაწყისში, კიდევ უფრო გაზრდის წარმოების სიმძლავრეს და უზრუნველყოფს დამატებით წარმოების შესაძლებლობებს მცენარეული კერძებისა და ძეხვის ალტერნატივებისთვის.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote