Planted – შვეიცარიაში დაფუძნებული foodtech ტიპის სტარტაპია, რომელიც ცნობილია თავისი ბიოსტრუქტურირებული ხორცის წარმოებით, სწორედ აღნიშნულმა სტარტაპმა დახურა Series B დაფინანსების რაუნდი, სადაც მათ $70 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს.
კომპანია გამოიყენებს სახსრებს პროდუქციის ახალი ხაზის გასაშვებად, მათ შორის ქათმის მკერდის ჩათვლით, აღნიშნული სტარტაპი ასევე გეგმავს საერთაშორისო წარმოების სიმძლავრის გაზრდასაც.
Planted 2019 წლის ივლისში Christoph Jenny-ის მიერ, დაარსდა, რომელიც აწარმოებს ხორცს ალტერნატიული ცილებისგან, როგორიცაა ბარდა, შვრია და მზესუმზირა. ახალი ბიოსტრუქტურული მიდგომის გამოყენებით, რომელიც აერთიანებს ცილის სტრუქტურირებას და ფერმენტაციას, შედეგად ისინი აწარმოებენ მთელ პროდუქტს შვეიცარიაში გახსნილ საწარმოში.
პროდუქტები ხელმისაწვდომია რესტორნებსა და საცალო მაღაზიებში შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და იტალიაში. კომპანია ასევე ემზადება რამდენიმე ახალ ევროპულ ბაზარზე გასასვლელად 2023 წელს.