in

კვანტური კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Xanadu-მ, Series C დაფინანსების რაუნდი $100 მილიონი დოლარის მოზიდვით დახურა

ტორონტოში დაფუძნებულმა კვანტური კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Xanadu-მ, Series C დაფინანსების რაუნდი $100 მილიონი დოლარის მოზიდვით დახურა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები, რათა დააჩქაროს საკუთარი პროგრესი.

Xanadu არის კვანტურ გამოთვლითი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის კომპიუტერებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის. 2016 წელს დაარსებული კომპანია ასევე ხელმძღვანელობს PennyLane-ის განვითარებას, ღია კოდის პროგრამული ბიბლიოთეკას კვანტური გამოთვლისა და აპლიკაციების განვითარებისთვის. Xanadu-ს ფოტონიკური მიდგომა საშუალებას იძლევა გამოიყენოს თანამედროვე ჩიპების წარმოების საშუალებები, ოპტიკური კომპონენტების გამოყენება, რომლებიც შემუშავებულია უკვე არსებული სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის მიერ და ბოჭკოვანი ოპტიკის გამოყენება ფოტონიკური ჩიპების ქსელში.

What do you think?