in

ერთჯერადი გამოყენების ბიორეაქტორების მწარმოებელმა კომპანია PBS Biotech-მა, BroadOak Capital Partners-ისგან $10 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო

PBS Biotech -კალიფორნიაში დაფუძნებულმა ერთჯერადი გამოყენების ბიორეაქტორების მწარმოებელმა კომპანიამ, BroadOak Capital Partners-ისგან $10 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ერთჯერადი გამოყენების ბიორეაქტორული სისტემების პორტფელის გაფართოებისა და ინდუსტრიალიზაციისთვის.

ბრაიან ლის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, PBS Biotech არის ერთჯერადი ბიორეაქტორული სისტემების მწარმოებელი. კომპანია იყენებს საკუთრებაში არსებულ Vertical-WheelTM ტექნოლოგიას უჯრედული თერაპიის პროდუქტების უნიკალური შერევის თვისებების და გარემო პირობების მისაღწევად.

PBS Biotech სისტემებს იყენებს 200-ზე მეტი მომხმარებელი, დაწყებული მცირე მასშტაბის კვლევისა და განვითარების ჯგუფებიდან დასრულებული ფართომასშტაბიანი წარმოების ჯგუფებით. კომპანია შეეცდება უზრუნველყოს და გააფართოვოს თავისი პროდუქციის ხაზი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა მხარი დაუჭიროს არსებულ და მომავალ მომხმარებლებს კლინიკური კვლევების საშუალებით კომერციალიზაციამდე.

What do you think?