ბრისტოლში დაფუძნებულმა ელექტრო სკუტერების მწარმოებელმა ბრენდმა Pure Electric-მა, Crowdcube-ზე £2,3 მილიონი ფუნტის მოზიდვა შეძლო
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები განვითარების მცდელობების დასაჩქარებლად და ახალი ბაზრების ასათვისებლად როგორიცაა სკანდინავია, ამერიკა და სხვა ევროპული ქვეყნები.
Pure Electric არის ბრიტანული ტექნოლოგიით შექმნილი ელექტრო სკუტერების მწარმოებელი ბრენდი. მისი ელექტრონული სკუტერების შეძენა შესაძლებელია უშუალოდ კომპანიის ვებსაიტის საშუალებით ლონდონში და ტულუზაში. მომხმარებელს ასევე შეუძლია შესყიდვების გაკეთება Currys-ის მაღაზიების მეშვეობით.