AmpUp – კუპერტინოში დაფუძნებულმა ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დასამუხტი აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ, საინვესტიციო კომპანია Goodyear Ventures-ისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო, რომლის ოდენობაც არ გახმაურებულა.
AmpUp არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და ქსელის პროვაიდერი, ტექნოლოგია მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად მართონ მრავალი დამტენი სადგურის მონაცემებიერთ პლატფორმაზე. AmpUp მუშაობს 50-ვე შტატში, ასევე კანადაში, მექსიკასა და პუერტო რიკოში. კომპანიის ქსელი და პროგრამული გადაწყვეტილებები განლაგებულია მომხმარებლებისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში.