ტეხასის შტატში დაფუძნებულმა გეოთერმული ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Fervo Energy-მ, $138 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
Fervo Energy უზრუნველყოფს 24/7 ნახშირბადის გარეშე წარმოებულ ენერგიას, რომელიც გეოთერმული ელექტროსადგურების დახმარებითაა მიღებული. გასულ წელს კომპანიამ ასევე გამოაცხადა კორპორატიული შეთანხმება გეოთერმული ენერგიის განვითარების შესახებ. ცოტა ხნის წინ, Fervo-M ასევე გააფორმა 40 მეგავატი სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულება East Bay Community Energy-თან.
კომპანიას გამოიყენებს ახალ სახსრებს ნევადაში და იუტაში ელექტროსადგურების მშენებლობის დასასრულებლად და ახალი პროექტების შესაფასებლად კალიფორნიაში, დაჰოში, ორეგონში, კოლორადოში, ნიუ-მექსიკოსა და საერთაშორისო მასშტაბით.