Norsepower – ჰელსინკში დაფუძნებულმა გემებისთვის განკუთვნილი მექანიკური იალქნების მწარმოებელმა კომპანიამ, Series C რაუნდში €28 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს უძღვებოდა Mirova Environment Acceleration Capital, ასევე TheFinnish Climate Fund (Ilmastorahasto), OGCI Climate Investments, Nefco – The Nordic Green Bank, Tesi და Power Fund III.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები რათა გააფართოოს საწვავის დაზოგვისა და გამონაბოლქვის შემცირების ტექნოლოგია.
ტუომას რისკის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Norsepower გთავაზობთ მექანიკურ იალქნებს დიდი გემებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დამხმარე ქარის მამოძრავებელ სისტემას ენერგიის დანაზოგით. Norsepower Rotor Sail™️ იყენებს გემის ელექტროენერგიის მინიმალურ რაოდენობას გემბანზე ცილინდრის ფორმის როტორების როტაციისთვის. პროდუქტი უკვე გამოიყენება მომხმარებლების მიერ რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში და აქვს 250,000 სამუშაო საათის დამოწმებული მუშაობის მონაცემები, რაც მოიცავს ინსტალაციას კლიენტებთან თანამშრომლობით, მათ შორის Bore, Sea-Cargo, Scandlines, Vale, CLdN, Nippon Marine და Socatra.