in

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Juvena Therapeutics-მა, Series A რაუნდში $41 მლნ დოლარის შეგროვება მოახერხა

კალიფორნიაში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Juvena Therapeutics-მა, Series A რაუნდში $41 მლნ დოლარის შეგროვება მოახერხა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მედიკამენტების აღმომჩენი პლატფორმის გაფართოებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქრონიკული და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრას.

Juvena Therapeutics არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აჩქარებს თერაპიული საშუალებების განვითარებას სეკრეტირებული ცილების თერაპიული პოტენციალის გახსნით. სეკრეტირებული პროტეინები წარმოადგენს ბიოლოგიურ პრეპარატების კლასს დადასტურებული თერაპიული პოტენციალით, რომელიც არ იყო გამოყენებული ასეთი ცილების იდენტიფიკაციისა და სკრინინგის სირთულის გამო. კომპანია ავითარებს პატენტის მომლოდინე გამოთვლითი მედიკამეტნების აღმოჩენისა და განვითარების პლატფორმას, რომელიც აწვდის ახალ ბიოლოგიურ საშუალებებს ქრონიკული და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების ძირითადი დაუკმაყოფილებელი სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ღეროვანი უჯრედების მიერ გამოყოფილი რეგენერაციული ცილების მოპოვებით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote