in

ბიოტექნოლოგიური კომპანია Gameto-მ, $17 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ნიუ იორკში და მადრიდში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Gameto-მ, რომელიც იყენებს უჯრედულ ინჟინერიას ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების თერაპიული საშუალებების შესაქმნელად, $17 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

კომპანიამ, რომელმაც დაარსების დღიდან მოზიდული მთლიანი კაპიტალი 40 მილიონ დოლარამდე გაზარდა, აპირებს გამოიყენოს თანხები მისი ბიზნესის გასაფართოებლად.

მეტი ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ Gameto არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც იყენებს უჯრედულ ინჟინერიას ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებების შესაქმნელად. მისი ძირითადი უჯრედული საინჟინრო პლატფორმა შემუშავებული იქნა სტელსში, სამეცნიერო კვლევის შეთანხმების საფუძველზე, ჯორჯ ჩერჩის ლაბორატორიასთან ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში. იანვარში კომპანიამ გამოაცხადა სამი თანმიმდევრული პროგრამის გეგმები. პირველი პროგრამა, Fertilo, არის ბიოლოგიური საშუალება IVF-ისა და კვერცხუჯრედის გაყინვისთვის, რომლის მიზანია პროცესი უფრო ხანმოკლე, უსაფრთხო და ეფექტური გახადოს. შემდეგი პროგრამები მოიცავს Deovo-ს, ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოიდს და ამენოს, უჯრედებზე დაფუძნებულ თერაპიულ საშუალებებს პირველადი საკვერცხეების უკმარისობისა და მენოპაუზის ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად.

What do you think?