NanoGraf – ჩიკაგოში დაფუძნებულმა ბატარეის კომპონენტების მწარმოებელმა კომპანიამ, Series B რაუნდში $65 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
რაუნდს უძღვებოდნენ Volta Energy Technologies და CC Industries (CCI) Emerald Technology Ventures, Material Impact, Arosa Capital, Nabtesco Technology Ventures, TechNexus, Hyde Park Angels, Evergreen Climate Innovations და Goose Capital-ის მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის დოქტორი ფრენსის ვანგის ხელმძღვანელობით, NanoGraf არის მოწინავე ბატარეის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია, რომლის დაპატენტებული სილიკონ-ანოდის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გრძელვადიანი, მაღალი ენერგიის და მაღალი სიმძლავრის ლითიუმ-იონური ბატარეების დამზადებას. NanoGraf მუშაობს 50-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის მსოფლიოში წამყვანი სამომხმარებლო ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრო ხელსაწყოების ბრენდებთან.