in

ბატარეების მწარმოებელმა კომპანია, Anthro Energy-მ, Seed Founding დაფინანსების პროგრამაში $7.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო

კალიფორნიაში დაფუძნებულმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია Anthro Energy-მ Seed Founding დაფინანსების პროგრამაში $7.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა დააჩქაროს ბატარეის ძირითადი ტექნოლოგიური პლატფორმის კომერციალიზაცია დაწყებული ჭკვიანი საათებით და დასრულებული სმარტფონებით.

Anthro ამჟამად იყენებს თავის ძირითად პოლიმერულ ტექნოლოგიას მოქნილი ბატარეის პროდუქტების ხაზში. ეს მოქნილი ბატარეები შეიძლება იყოს ინტეგრირებული მოწყობილობების „მკვდარ სივრცეში“, როგორიცაა თუნდაც სუბსტრატები, რათა შეიქმნას 2-5-ჯერ გაუმჯობესებული მუშაობის დრო და ფუნქციონირება. მოქნილი ბატარეების საწყისი ბაზარი მოიცავს wearable და სამედიცინო მოწყობილობებს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote