CardWorks Servicing – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა აუთსორსინგის მხარდაჭერის სერვისების მიმწოდებელმა, ფლორიდაში დაფუძნებული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და ფინანსური სერვისების ოპერაციების მხარდაჭერის პროვაიდერი კომპანია Dataline Systems შეიძინა.
შეძენით, Dataline-ს აქვს შესაძლებლობები გადახდის გაცემის სერვისებში, მონაცემთა ანგარიშგებასა და ანალიტიკაში, და ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციაში, რომლებიც დამატებით და ავსებენ CardWorks Servising-ს. CardWorks Servising უზრუნველყოფს Dataline-ს რესურსებით, შესაძლებლობებით და ოპერაციული მხარდაჭერით, რათა მათი პლატფორმა კლიენტის მომსახურების მაღალ დონეზე აიყვანოს. Dataline, თავის მხრივ, შეძლებს გაიზარდოს თავისი ძირითადი ბიზნესი არსებულ კლიენტებთან, CWS კლიენტებთან და ახალ კლიენტებთან, ახალი შესაძლებლობების გამომუშავებით.
1986 წელს დაარსებული Dataline Systems არის ბიზნეს პროცესის აუთსორსინგისა და ფინანსური სერვისების ოპერაციების მხარდაჭერის მიმწოდებელი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.
რაც შეეხება CardWorks Servicing-ს იგი არის საკრედიტო ბარათისა და განვადებით სესხის პროდუქტების ოპერატიული მომსახურების და მხარდაჭერის ფუნქციების მიმწოდებელი ჩრდილოეთ ამერიკაში. კომპანია ემსახურება თავის სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის სესხების კლიენტებს საკრედიტო სპექტრის მასშტაბით და უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას საბანკო და არასაბანკო კრედიტორებს შეერთებულ შტატებში.