in

ავტო მომსახურეობის ფინტექ სტარტაპმა MotoRefi-მ, $5 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა

MotoRefi – ვაშინგტონში დაფუძნებული ავტო მომსახურეობის ფინტექ სტარტაპმა, $5 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

Curql Fund-ის მიერ განახორციელებული ინვესტიციის შემდეგ, კომპანიას საშუალება მიეცა გახდეს საკრედიტო კავშირის მომსახურების ორგანიზაცია (CUSO).

საკრედიტო კავშირის პარტნიორებისთვის, როგორიცაა GreenState საკრედიტო კავშირი, MotoRefi უზრუნველყოფს წვდომას უფრო მეტ მსესხებელზე, ამატებს მათ წევრობის ბაზას და საშუალებას აძლევს მათ მოემსახურონ თავიანთ თემებს მასშტაბურად.

MotoRefi მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმას ავტო სესხების რეფინანსირებისთვის სანდო კრედიტორებთან პარტნიორობით, როგორიცაა საკრედიტო კავშირები და საზოგადოების ბანკები. QED Investors-ის მიერ ინკუბირებული კომპანიას მხარს უჭერს Goldman Sachs Asset Management Growth Equity, IA Capital, Moderne Ventures, Accomplice, Link Ventures, Motley Fool, CMFG Ventures (CUNA Mutual Group-ის ნაწილი), Gaingels, FireBolt Ventures და სხვები.

What do you think?