in

ავტომობილების გაქირავების პლატფორმა Kyte-მ, Series B რაუნდში $60 მილიონი დოლარის მოზიდვა უზრუნველყო

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ავტომობილების გაქირავების პლატფრომა Kyte-მ, Series B რაუნდში $60 მილიონი დოლარის მოზიდვა უზრუნველყო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავისი ამჟამინდელი ავტომობილების რესურსის გასამმაგებლად და გლობალურად ახალ და არსებულ ბაზრებზე გაფართოებისთვის, ხოლო ახალი შეთავაზებების შექმნას მათთვის, ვინც ეძებს მანქანის მფლობელობის ალტერნატივას.

2019 წელს ნიკოლაუს ვოლკის, ლუდვიგ შოენაკის და ფრანჩესკო ვიდემანის მიერ დაარსებული Kyte მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის გაქირავების სერვისს iOS, Android ან ვებსაიტის მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომლის დახმარებითათ შესაძლებელია ავტომობილის დაჯავშნა ერთი დღით, რამდენიმე დღით, რამდენიმე კვირით ან თვით.

ამჟამად კომპნია ფუნქციონირებს 14-ზე მეტ ქალაქში, Kyte-ს ასევე აქვს ოფისი მიუნხენსა და გერმანიაში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote